აკაცია

აკაცია (Acacia), მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობიალია 750-მდე სახეობა. მათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა), ნაწილი კი - აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა აკაცია (Acacia dealbata), აბანოზის აკაცია (Acacia melanoxylon) და სხვ.; აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული. მარავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე.წ.  ფილოდიუმი ასრულებს. სხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლები. აკაციას წვრილ-წვრილი, თეთრი,  მოყვითალო ან ნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის წარმოებაში. სენეგალური აკაციისგან (Acacia Senegal) იღებენ გუმიარაბიკს. სნობილია ასევე აბრეშუმა აკაცია (ალბიციის გვარის ხე), თეთრი ანუ ცრუ აკაცია ( რობინის გვარისა) და ე.წ. ყვითელი აკაცია (უძრახელას გვარის ბუჩქი).

ლიტ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. თბილისი, 1975 წ.

აკაციის ყვავილიდან ფუტკრები ნექტარს იღებენ