„სუფთა, სუბუქი ფრინველი, შორით მომტანი ვარდისა.
ჯერ ცისა მოსამსახურე, მერე ყოველი კაცისა."
„მეფუტკრეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნისა და ბუნების წინაშე —
ის ზრუნავს ფუტკრებზე, რომელთა როლი მცენარეთა სამყაროს განვითარებაში უმნიშვნელოვანესია."
ანთაძის მეფუტკრეობა ეფუძნება ქართულ ტრადიციებს, თაობიდან თაობამდე გადაცემულ ცოდნას. გურიაში განლაგებული ჩვენი სკნელი აწარმოებს ნატურალურ თაფლს, დინდგელს და სხვა ფუტკრის პროდუქტებს ეკოლოგიური მეთოდებით.
ჩვენ ვფოკუსდებით ხარისხზე, ავთენტურობაზე და ფუტკრის პროდუქტების ბუნებრივ სარგებელზე.