ვაროატოზი

ვაროატოზის გამომწვევი ტკიპა - ვაროა არის სქესგაყოფილი თვალით შესამჩნევი ტკიპა, აქვს კარგად განვითარებული კიდურები რომლითაც კარგად მოძრაობენ. და მისაწოვარი ხორთუმი, რომლითაც ზამთრის პერიოდში წოვენ ფუტკრის ლიმფას. თავისი ბიოლოგიით მისი არსებობა, გამრავლება, როგორც პარაზიტის, დამოკიდებულია მთლიანად ფუტკარზე. მდედრი ვაროა 10 - 15 ცალ კვერცხს დებს ფუტკრის ბარტყიან უჯრაში. გამოჩეკილი ვაროა იკვებება და ვითარდება ჭუპრის სხეულით. ამიტომ ის უჯრედში კვდება, ან იჩეკება შრომისუუნარო, სუსტი, განუვითარებელი, ხშირად უფრთო ფუტკარი, რომელიც მალე იღუპება.

ვარუას ტკიპა
ვაროას ტკიპა wikipedia.org

ვაროას გამრავლება მიმდინარეობს წლის ყველა დროს სანამ ბარტყი არის სკაში. გაზაფხულზე, როდესაც სამამლე ჭუპრი სკაში ბევრია ვაროა არჩევს მასში ჩადოს კვერცხი სხვადასხვა მიზეზის გამო: მასში ადვილად შედის და გამოჩეკვის პერიოდი 4 დღით უფრო გვიან ხდება მუშა ფუტკარზე. როდესაც ბარტყი არ არის სკაში ზამთრის პერიოდში ვაროა გადადის ფუტკრის სხეულზე და ხორთუმით წოვს ლიმფას. ასეთი ფუტკარი სუსტდება და გაზაფხულზე მალე იღუპება.

ფუტკრის ოჯახი თუ ძლიერ დაავადებულია, ფაქტიურად ოჯახის განახლება ახალი ფუტკარით აღარ ხდება, ამიტომ სკაში ფუტკარი თანდათან მცირდება, ოჯახი სუსტდება, კარგავს თავდაცვის უნარს, რის გამოც საფუტკრეში ვითარდება ქურდობა, სუსტ ოჯახს თავს ესხმის ქურდი ფუტკარი ძლიერი ოჯახიდან, ან იმავე ან სხვა საფუტკრედან. ეს ძალიან ცუდი სენი მთელ საფუტკრეში ვითარდება, ბოლოს ზედმეტი თაფლითა და შრომით ძლიერი ოჯახიც იღუპება. მეფუტკრეს რჩება საფუტკრეში, როგორც ქურდი ფუტკრისაგან გაძარვცული ცარიელი უთაფლო სკები, აგრეთვე დაღუპული ფუტკრის სკები, რომელიც გადავსებული იქნება თაფლით.

ფუტკრის დაავადება ვაროატოზი გურიაში დაფიქსირდა 1980 წელს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე მდინარე გუბაზეულის ხეობაში, სამთაბაროდ შემოყვანილ საფუტკრეში მეზობელი რაიონიდან.
მე როგორც ამ ზონის ვეტ ინსპექტორმა მოვითხოვე მისი გაყვანა ზონიდან. თუამცა არ იყო ჩემი ქმედება სწორი ტერიტორიის დაცვა ამ დაავადებისაგან შეუძლებელი იყო. ვაროატოზი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მამალ ფუტკარს ვაროას გადატანა შეუძლია ათეული კილომეტრზე ერთი რაიონიდან მეორეში.

როგორც ამბობენ, თუ ვაროა ბინადრობდა ინდოეთის ველურ ფუტკარში, საინტრესოა ამ დრომდე რატომ არ გავრცელდა მსოფლიოში. ხომ არ არის ის მწერებში სახეობათა შორის მუტაციური სახეცვლილების ახალი სახეობა, რომელიც ფუტკარს შეეგუა, როგორც ექტოპარაზიტი.

ვაროატოზმა ამ პერიოდში როდესაც ეს დაავადება ჯერ კიდევ არ იყო შესწავლილი, არ იყო გამოგონილი სამკურნალო პრეპარატები დიდი ზიანი მიაყენა მეფუტკრეობას, ათასობით ფუტკრის ოჯახები განადგურდა როგორც კერძო ასევე საზოგადო სექტორში. განადგურდა ჩოხატაურის საკავშირო მნიშვნელობის სამეცნიერო - საცდელი საფუტკრე, ტყეში მთლიანად მოისპო ბუნებრივად არსებული ფუტკრის ოჯახები.

მეფუტკრეები დიდ საგონებელში ჩავარდა, ფუტკრის გადასარჩენად მრავალ ხერხს მივმართავდით. შემდეგ შემოვიდა პრეპარატი - ფენოთიაზინი, ფოლბექსი, ვაროატინი, რომელიც შეცვალა ბიპინმა, ვაროაკომმა, ასკოვარმა, მავრიკმა და სხვამ.

ფუტკარი ყველა დაავადებას თვითონ ებრძვის თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ. ვაროატოზის საწინააღმდეგო წამლის მიცემის შემთხვევაში იგი აძლიერებს ბრძოლას რაც გამოიხატება წამლის მიცემიდან მეორე დღეს სკის საფრენზე გამოყრილი უამრავი დაავადებული და მკვდარი ფუტკრით.

ვაროატოზის მკურნალობის ფიზიკურ მეთოდს წარმოადგენს სამამლე უჯრედების ამოჭრა. როგორც ცნობილია სამამლე უჯრედებში თავს იყრიან ვაროები, ვაროატოზის მკურნალობა უფრო ადვილია ,,ჯენტერის ჩარჩოს" საშუალებით რადგან ის არ მოითხოვს ქიმიური წამლების გამოყენებას, მუშაობა შეიძლება ზაფხულის ნებისმიერ დროს.

საქართველოში გამოჩნდა რამდენიმე ახალი ვარუატოზის საწინააღმდეგო ფუტკრის პრეპარატი:

ვაროსტოპი - ფუტკრის ვაროატოზის მკურნალობისთვის. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი. წამლის ფორმას წარმოადგენს ფირფიტა. პრეპარატი არ გამოიყენება ღალიანობის პერიოდში. არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. არატოქსიკურია ფუტკრისათვის, ადვილია დასამუსავებლად.

ეკოსტოპი - ვაროატოზისა და აკარაპიტოზის სამკურნალო. მწარმოებელია ,,პრიმავეტ-სოფია", ბულგარეთი. მოქმედი ნივთიერებაა - თიმოლი რომლითაც იჟღინთება ხის ფირფიტები. დამუშავება ადვილია, ეფექტურობა - დიდი.

დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატის მიცემის დროს, - დოზირებას და მის ვარგისიანობას. როცა ფუტკრის დამუშავება ხდება დაგვიანებით მეფუტკრეს ჰგონია ფუტკარი დამუშავებული ჰყავს მაგრამ საფუტკრეში ცუდი მდგომარეობა ვითარდება. ზოგჯერ ამის მიზეზი დაავადება ვაროატოზია.

საქართველოში ვაროატოზზე მკურნალობის კურსი პირველ სექტემბრამდე მაინც დამთავრებული უნდა იყოს, ამ პერიოდში გამოჩეკილი ფუტკარი წარმოადგენს ძირითად მასას ზამთრის პერიოდში. როცა დამუშავება ხდება არადროულად ამ დროს ახალგაზრდა ფუტკარი უკვე განადგურებულია ვაროასაგან. ხოლო ხნიერი ფუტკარი ფიზიოლოგიურად იღუპება გაზაფხულზე. სკაში ფუტკარი აღარ რჩება.

ვაროატოზის საწინააღმდეგო პრეპარატებმა პარარელურად დადებითად იმოქმედა ისეთ პარაზიტულ დაავადებებზე როგორიცაა ფუტკრის ტილი და აკარაპიტოზი.

სხვა დაავადებებზე თუ შემეხმიანებით მოგცემთ რეკომენდაციებს.