beeyard banner

ხურმა

ხურმა (Diospyros), მცენარეთა გვარი აბანოზისებრთა ოჯახისა. სუბტროპიკული და ტროპიკული ხეები და ბუჩქებია. ცნობილია 200-მდე სახეობა. სსრკ-ში 3: იაპონური, კავკასიური და ვირჯინიული ხურმა. მათგან ბუნებრივად იზრდება მხოლოდ ჩვეულებრივი ანუ კავკასიური ხურმა (D. lotus);

მაღალი ხეა. მისი ნაყოფი პირველად მოყვითალო-მოწითალო და მწკლარტეა. მწიფეს მოშავო-მურა და ლურჯი ელფერი გადაკრავს, სიმწკლარტე არარ აქვს. ჩვენში უფრო დასავლეთ საქართველოში ტყეებში იზრდება. იყენებენ საძირედ. ვირგინიული ხურმის (D. virginiana) სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალური ნაწილი. იაპონური ანუ აღმოსავლური ხურმის (D. kaki) სამშობლოა ჩინეთი, გავრცელებულია იაპონიაშიც. საქართველოში იაპონური ხურმა დაახლოებით 100 წლის წინათ შემოიტანეს და გავრცელდა დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და ქართლის ზოგიერთ რაიონში. ამჟამად მის პლანტაციებს 6 ათ. ჰა.  უკავია. ნაყოფი შეიცავს 25% შაქარს, (ჩირი 60%-მდე),, ვიტამინებს. იაპონური ხურმის ჯიშები დაყოფილია 3 ჯგუფად: ტკბილი, ნახევრად ტკბილი და მწკლარტე.პირველს განეკუთვნება "ჩინებული", "მეოცე საუკუნე" და სხვა. , მეორეს - "ჰიაკუმე", "ზენჟი-მარუ" და სხვ.,  მესამეს - "ჰაჩია", "კოსტატა" და სხვ. ხურმის მერქანი - "შავი ხე", "მწვანე აბანოზი" იხმარება ავეჯისა და მუსიკალური ინსტრუმენტების გასაკეთებლად. ჩვეულებრივი ხურმა შეტანილია სსრკ "წითელ წიგნში".

იაპონური ხურმის ყვავილი  და ფუტკრები