beeyard banner

წაბლი

წაბლი, (Castanea) ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყელებში.

სსრკ-ში (კავკასია) ბუნებრივად იზრდება წაბლის 1 სახეობა - საჭმელი წაბლი (Castanea Sativa); მესამეული ფლორის რელიქტია, საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია (ლიხის ქედი, ბორჯომის ხეობა, კახეთის კავკასიონ).. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ხეებს. კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. სსრკ-ში  - კავკასიაში,  ყირიმსა და მოლდავეთში.

წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია ,,საქართველოს სსრ წითელ წიგნში".

ლიტერატურა: რ. ქვაჩაკიძე,  ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,  1975 წ.

ფუტკარი და წაბლი